„თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
„თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

კომპანიის ინფორმაციით, 14 აპრილიდან „თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება და კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

„კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდისა და ვებგვერდის მეშვეობით. ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე [email protected] ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირებისა და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

სს „თელასის“ ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

სს „თელასი“-ს განცხადება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების…

Posted by ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი on Tuesday, April 13, 2021

 

დატოვე კომენტარი