„თელასი“ – კომპანიის ერთიან ნომერსა და ქოლცენტრებთან დაკავშირება დროებით შეზღუდულია

21:26, 25.02.2022

სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის ერთიან ნომერზე დაკავშირება დროებით შეზღუდულია.

„კომპანიის ერთიან ნომერზე 2 77 99 99 დაკავშირება დროებით შეზღუდულია. სამწუხაროდ, ვერ დაუკავშირდებით კომპანიის Call-ცენტრსაც.

მიმდინარეობს მუშაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ბოდიშს ვიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ კომპანიის ვებგვერდის www.telasi.ge ან ფეისბუქგვერდის პირადი შეტყობინებების სერვისით“, – აცხადებენ კომანიაში.

მსგავსი