თელ-ავივში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან შეხვედრა მიმდინარეობს

ისრაელში, თელ-ავივის ახალი სპორტული ცენტრის შენობაში საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიებას ისრაელში საქართველოს ელჩი და ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ესწრებიან.

შეხვედრაზე ოთო ნემსაძე ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად საკონკურსო და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

შეგახსენებთ, ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი სტარტს 14 მაისს, 23:00 საათზე აიღებს.