თელ ავივში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ოჯახების წევრებმა აქცია გამართეს და მთავრობისგან მოითხოვეს, გამოიყენონ ზავის შესაძლებლობა
„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების ოჯახების წევრები თელ ავივის ქუჩებში გამოვიდნენ. მათ გზები გადაკეტეს და მთავრობისგან მოითხოვეს, გამოიყენონ ზავის შესაძლებობა, რათა დააბრუნონ მძევლები ოჯახებში.
„ახლა დროა, რომ მათ, ვინც ჩართულები არიან ამ შეთანხმებაში, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და გამოიყენონ შეთანხმების ეს შესაძლებლობა, რათა დააბრუნონ მძევლები“, – წერია მძევლების ოჯახების წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასი“ დათანხმდა სამშვიდობო ზავის პირობებს, რაზეც მოგვიანებით ისრაელმა განაცხადა, რომ ეს შეთავაზება შორს იყო ისრაელის მთავრობის მოთხოვნებისგან.