თელ-ავივის გრანდ სლემზე თუშიშვილი, სულამანიძე და ბუღაძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თელ-ავივის გრანდ სლემზე თუშიშვილი, სულამანიძე და ბუღაძე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას.

-100 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავს: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

ონისე სანებლიძეს პირველი შეხვედრა ამერიკელ სმიტთან ჯერ არ ჩაუტარებია. მეორე ქართველმა 100კგ-ში, ილია სულამანიძემ 1/8-ფინალში ისრაელის წარმომადგენელი სტანისლავ ბანჩუკი რამდენიმე წამში ლამაზი ილეთით დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს. ილია სულამანიძე საკუთარ წონაში შეჯიბრის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

 

თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს ორი მძიმეწონოსანი ასპარეზობს – გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე. ორივე მათგანი განთესილი იყო და პირველი შეხვედრა ორივემ მოიგო.

ონისე ბუღაძემ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს – უშანგი კოკაურს სძლია.

 

გურამ თუშიშვილმა კი თავისი პირველი შეხვედრა უზბეკ ბეკმუროდ ოლტიოევთან ჩაატარა და მეტოქე ორი ვაზარით დაამარცხა. ორივე ქართველი მძიმეწონოსანი მეოთხედფინალში იასპარეზებს.

 

ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი. დღევანდელი დაპირისპირებების წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.