თელ-ავივის გრან პრი იწყება - პირველ დღეს ჯანაშვილი და ლევიცკა-შუკვანი იჭიდავებენ | ძიუდო
24-დან 26 იანვარის ჩათვლით საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრები თელ-ავივის გრან პრის გათამაშებაზე იჭიდავებენ.
ტატამზე ხვალ ქართველთაგან მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე -52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ.) იჭიდავებენ.
მარიამ ჭანტურია (-70 კგ.) 25 იანვარს, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი საკუთარ ძალებს 26 იანვარს მოსინჯავენ.