თელ-ავივის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

12:16, 28.03.2018

თელ-ავივის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბუქსირების დროს გერმანული ავიაკომპანია German Wings-ის თვითმფრინავი გაედო ისრაელის ავიაკომპანიის El Al-ს ლაინერს, რომელიც გასაფრენად ემზადებოდა.

ორ თვითმფრინავს კუდი აქვს დაზიანებული,
შემთხვევის გამო დაგეგმილი რეის გადაიდო.

მსგავსი