ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს - დაშავებულია ხუთი პოლიციელი
ხუთი სამართალდამცველი დაშავდა ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში სროლის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან გაუხსნეს ცეცხლი.
დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, ორის კი – სტაბილურია. სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად, ლიკვიდირებულია ორი ეჭვმიტანილი.
ჰიუსტონის პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცველები აღნიშნულ მისამართზე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ მისული.