ტეხასის შტატში სროლის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატში სროლის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ტეხასის შტატში მომხდარი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, უცნობმა პირმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 13 ადამიანია დაჭრილი. დაჭრილთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჰოსპიტალებში არიან გადაყვანილნი სხვა დაჭრილებიც.

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, თუმცა საზოგადოებრივი საფრთხის არარსებობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. გარდა ამისა, ქალაქის პოლიციამ სოციალური ქსელის „ტვიტერის“ საშუალებით, მოქალაქეებს ინციდენტის ადგილას სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამჟამად მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებული კამერების შემოწმება მიმდინარეობს.

პოლიციის გარდა, ადგილზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ჯგუფიც მუშაობს.