ტეიტუმმა, ბრაუნმა და სმარტმა ერთად 75 ქულა დააგროვეს, „ბოსტონმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა - NBA, აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალი, მეორე მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მაიამიმ“ მიმდინარე პლეი ოფში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე.
* „ბოსტონმა“ პირველი მეოთხედის ბოლოს 17:0 გაქცევა მოაწყო. სწორედ ამ დროს შეიცვალა მატჩში ერთადერთხელ ლიდერი და „სელტიქსს“ მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ უპირატესობა. ამ გაქცევის დროს ბოსტონელებმა ხუთი სამქულიანი ჩააგდეს.
* „ბოსტონის“ სასარგებლოდ ანგარიშში მაქსიმალური სხვაობა 34 ქულას შეადგენდა.
* „მაიამის“ მაქსიმალური ლიდერობა 10 ქულას უდრიდა. ამ მომენტიდან მომდევნო 18 წუთში „ბოსტონმა“ „ჰიტს“ 60:21 მოუგო.
* „ბოსტონმა“ ორჯერ მეტი სამქულიანი ჩააგდო – 20 10-ის წინააღმდეგ.
* „ბოსტონი“ პირველი ტაიმის შემდეგ 25 ქულით იგებდა – ეს საკლუბო რეკორდია პლეი ოფის გასვლითი შევედრებისთვის.
მაიამი-ბოსტონი 102:127
24:35, 21:35, 26:26, 31:31
მ: ბატლერი (29), ვინსენტი (14), ოლადიპო (14), ჰირო (11).
ბ: ტეიტუმი (27), ბრაუნი (24+8 მოხსნა), სმარტი (24+9 მოხსნა+12 პასი), გ. უილიამსი (19), ჰორფორდი (10), პრიტჩარდი (10).
სერია: 1-1