თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო - „ჩვენ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას არ დავეთანხმებით, ომის დასრულებას ვეთანხმებით მხოლოდ იმ გარანტიებით, რომ ჩვენზე თავდასხმა აღარ მოხდება“
თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო. ამის შესახებ „ესოშიერთიდ პრესი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს პასუხი პაკისტანის, როგორც მთავარი შუამავლის მეშვეობით გადასცა.
„ჩვენ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას არ დავეთანხმებით. ჩვენ ომის დასრულებას ვეთანხმებით მხოლოდ იმ გარანტიებით, რომ ჩვენზე თავდასხმა აღარ მოხდება“, – განუცხადა „ესოშიეთიდ პრესს“ კაიროში ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.