თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს 25 მაისს გამართავს
თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს 25 მაისს გამართავს

საქართველოს ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 25 მაისს არის დაბარებული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, ელჩს უკვე გაუვიდა ორკვირიანი კარანტინის ვადა და ის ორშაბათს უწყებაშია დაბარებული.

„ჩვენ ბუნებრივია, დავიცავით ყველა პროცედურა, რომელიც არის გაწერილი კატანრინთან დაკავშირებით.  ორშაბათს მოვა სამინისტროში, გავივლით ყველა დეტალს, ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან, მომავალ ჩვენს ურთიერთობებთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ბევრი ინიციატივა, იგივე ერთობლივი განცხადება, რასაც საქართველოც შეუერთდა, იგივე ყირიმთან დაკავშირებით, გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში რიგმა სიტუაციებმა პრობლემები შექმნა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ანალიზი, როგორ უნდა გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.