თედო აბჟანდაძე ირლანდიაში, ტერენის კოლეჯის გუნდში ითამაშებს
თედო აბჟანდაძე ირლანდიაში, ტერენის კოლეჯის გუნდში ითამაშებს

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების მგეზავი, 18 წლის თედო აბჟანდაძე ტერენის კოლეჯის სარაგბო კლუბში ითამაშებს.

ტერენის კოლეჯი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობს და სარაგბო ტრადიციებით გამოირჩევა. კლუბი ჯეკი კორბეტის მიერ 1851 წელს იმ უნივერსიტეტდამთავრებულთათვის დაარსდა, რომლებსაც რაგბის თამაშის გაგრძელება სურდათ.

ამჟამად ტერენის რაგბის კლუბი ირლანდიის A1 დივიზიონში გამოდის, რომელიც პროფესიონალური “პრო 14”-ის შემდეგ უმაღლესი დონეა. გუნდის საშინაო არენა “ლეიკლენდს პარკია” და 3000 მაყურებელს იტევს.

ტერენი მორაგბეებით ძირითადად “ლენსტერს” ამარაგებს. სწორედ ამ კოლეჯის გუნდში გაიზარდნენ  გირვან დემპსი, დეივიდ ბლენი, ნიალ ჰოგანი, მარკ იგანი, დავიდ მაკალისტერი და ტერენის ამჟამინდელი მწვრთნელი ბრაიან ბლენი.