„ბორჯღალოსნებისა“ და საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძე საფრანგეთის პროდ2-ში ითამაშებს. ის კახა ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილის, ოთია გიორგაძის, ლუკა გოგინავას, ირაკლი ცხადაძის და ვასილ ლობჟანიძის „ბრივს“ შეუერთდება. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ბრივი“ ბედნიერია გაცნობით, რომ „ბორჯღალოსან“ თედო აბჟანდაძესთან სამი წლით გავაფორმეთ კონტრაქტი. ახალგაზრდა ქართველმა ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი მოთამაშეა. გასულ ნოემბერში ტონგას და სამოას წინააღმდეგ მან შესანიშნავად ითამაშა. მორაგბე 20 წლის ივნისში გახდება. სასიამოვნოა ისიც, რომ მისი მეწყვილე კლუბშიც ვასილ ლობჟანიძე იქნება. თედო ამჟამად ქუთაისის „აიაში“ თამაშობს და „ბრივს“ 2019/20 წლების სეზონიდან შეუერთდება“, – წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
თედო აბჟანდაძეს „ბორჯღალოსნების“ რიგებში უკვე სამი მატჩი აქვს ჩატარებული.