თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.2 პროცენტით გაიზარდა
თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა.

ოფიციალური სტატისტიკით, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2019 წლის თებერვალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი იყო, ხოლო იანვარ-თებერვლის მონაცემებით – 4.1

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები.

ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები.