თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.92 პროცენტით შემცირდა
თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.92 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის  თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია.

2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.