TEAM talk - ალისონი „ლივერპულში“ მამარდაშვილის ტრანსფერმა გაანაწყენა და „ბაიერნში“ წასვლას აპირებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ მეკარე ალისონი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ენფილდზე“ საკუთარ მომავალს გადახედავს, წყაროები მიუთითებენ, რომ გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტმა ბრაზილიელი მეკარე გაანაწყენა და „ბაიერნში“ გადასვლაზე ფიქრობს, – ინფორმაციას TEAM talk ავრცელებს.
„ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და რამდენიმე კლუბი ცდილობს, მისი შეძენის შანსი გამოიყენოს. მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნი“ უკვე დიდი ხანია ეძებს მსოფლიო დონის ახალ მეკარეს, რომელიც კლუბის ლეგენდას, მანუელ ნოიერს გრძელვადიანი პერიოდით შეცვლის.
ალისონს აქვს ყველა ის მახასიათებელი, რასაც „ბაიერნის“ მწვრთნელი ვინსენტ კომპანი ეძებს. „ლივერპულთან“ ან ალისონის აგენტებთან ტრანსფერთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მოლაპარაკება არ ყოფილა, ამიტომ ამ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ თავდაპირველი ინტერესია.
წყაროები ამტკიცებენ, რომ „ლივერპულის“ მიერ მამარდაშვილის შეძენამ (დაახლოებით 35 მილიონ ევროდ) ალისონი გაანაწყენა, მიუხედავად იმისა, რაც მან მედიას განუცხადა – „მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ კონტრაქტის გაფორმებამდეც ვიცოდი. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ეს ჩემთვის კარგი გზავნილია, რადგან კლუბს ჩემი აზრი აინტერესებს“.
თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ალისონმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. 31 წლის მეკარის მთავარი მიზანია უმაღლესი დონის დარჩეს, ბრაზილიის ნაკრებში ადგილი შეინარჩუნოს და პირველი მეკარეობა „მანჩესტერ სიტის“ ედერსონს არ დაუთმოს. ზაფხულში საუდის არაბეთში წასვლაზე ამიტომაც განაცხადა უარი და სურს, რომ ევროპაში მინიმუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩეს.
ალისონს „ენფილდზე“ 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი. თუმცა მას შემდეგ, რაც მამარდაშვილი 2025 წელს გუნდს შეუერთდება, „ლივერპულში“ ალისონის სარფიანად გაყიდვაზე უარს არ იტყვიან. ამიტომ არნე სლოტის გუნდი ტრანსფერს განიხილავს. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომგებიანი შეთავაზება იქნება“, – წერს TEAM talk.