თეა წულუკიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - ამდენი დრო არ მაქვს, მიპასუხეთ; დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ
თეა წულუკიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - ამდენი დრო არ მაქვს, მიპასუხეთ; დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ

დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში მას უსმენენ.

თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, რა დროსაც თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზიდან მინისტრს მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

„ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დაგიბრუნდებით, დამაცადეთ, მე სხვა დეპუტატების კითხვებს ვპასუხობ“, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა მინისტრს.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბევრი დრო არ აქვს. „ამდენი დრო არ მაქვს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

„დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა, რისთვის გაქვთ დრო. თუ არ გცალიათ გპასუხობთ, გაშალეთ ლეიბი რუსთაველზე და წამოკოტრიალდით“, – მიმართა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს.

მინისტრის განცხადების შემდეგ, თაკო ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„სად წავიდა ქალბატონი ჩარკვიანი, წამოსაკოტრიალებლად? შემოვიდეს დარბაზში, სთხოვეთ დეპუტატს, რომ ჩემს პასუხებს დაელოდოს. კითხვის დასმა ყველას შეუძლია, თუმცა მანამდე ჯერ დროა. თხოვნაა, თორემ როგორ ვაკადრებ, რომ რამისკენ მოვუწოდო“, – აღნიშნა წულუკიანმა.