თეა წულუკიანმა ანი წითლიძეს მიმართა - პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც 
თეა წულუკიანმა ანი წითლიძეს მიმართა - პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც 

პასუხი თუ არ მოგწონთ, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენც დაისვენებთ და მეც, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატ ანი წითლიძეს.

ანი წითლიძემ მანამდე მინისტრს კითხვა დაუსვა ნიკოსეულ სასახლესა და ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რა გიპასუხოთ. არც ვთვლი საჭიროდ, რაიმე გიპასუხოთ, რადგან მაინც ვერ გაიგებთ, რა გიპასუხეთ. თუ არ მოგწონთ ასეთი პასუხი, დააყენეთ ჩემი იმპიჩმენტის საკითხი. თქვენც დაისვენებთ და მეც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.