თეა წულუკიანის კომენტარი ვანო მერაბიშვილის ფეისბუქპოსტზე – მერაბიშვილი ხუმრობს

12:48, 25.11.2022

მერაბიშვილი ხუმრობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, თეა წულუკიანს ჰკითხეს: „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდასაარჩევნო დაპირისპირებამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთ კანდიდატს კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. მერაბიშვილმა ღიად დაწერა, რომ გაიმარჯვებენ. რას ფიქრობთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებაზე?“.

„მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილმა 23 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

მსგავსი