თეა წულუკიანი - ყველას ვულოცავ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს დადგა მშვიდი, სტაბილური ორშაბათის დილა, რაც საერთოდ არ შედიოდა დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში
თეა წულუკიანი - ყველას ვულოცავ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს დადგა მშვიდი, სტაბილური ორშაბათის დილა, რაც საერთოდ არ შედიოდა დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში

ყველას ვულოცავ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს დადგა მშვიდი, სტაბილური ორშაბათის დილა, რაც საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკური, დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში, ეს ნამდვილად მოსალოცია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველას, ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.

„ჩვენმა პარტიამ დადო ის შედეგი, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი. შესაბამისად, ასევე მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა, რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, შესაბამისად, მათ მოუწიათ უკვე, რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო სამი წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და იმედი მაქვს, ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში, რათა დავდოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი და ყველამ, თითოეულმა ოჯახმა, მათ შორის სოფლად, თავის-თავზე იგრძნოს, თუ რას ნიშნავს მთავრობის მიერ კეთილდღეობისთვის და ქვეყნის განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციისთვის მუშაობა. ასევე დღეს მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი, შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა, რათა ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

„მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ ვუთხრა ის, რაც პრემიერმა არაერთხელ განაცხადა და ასევე პარტიის თავმჯდომარემაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდლიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა. ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, არის რამდენიმე ოლქში, მნიშვნელოვან ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი როგორღაც ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხედებიან „ქართული ოცნების“ წინაშე, მაგრამ ასეთია დემოკტატიული პროცესები, რომ კიარ ფიქრობდე არეულობაზე, სისხლზე და რევულუციაზე, არამედ იღებდე მარცხს, იმ კრახს, რომელიც განიცადე და ცდილობდე, რომ მეორე ტურში მაინც იყო  ცოტა უფრო წარმატებული. ამიტომ, იმ სიმშვიდეს, რომლითაც დღევანდელი დილა გათენდა, ყველას გილოცავთ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი