თეა წულუკიანი - ყოველ წელს საარჩევნო უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, 21 ნოემბერსაც ალბათ იქნებიან გამწარებული, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში
თეა წულუკიანი - ყოველ წელს საარჩევნო უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, 21 ნოემბერსაც ალბათ იქნებიან გამწარებული, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში

სამარცხვინო აზრია, საკუთარ ხალხს მოუწყო სირცხვილის კორიდორი, რადგან შენ არ გაძლევს ხმას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შემდეგ გადათქვეს და განმარტეს, რომ სირცხვილის კორიდორს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ პირებს მოუწყობდნენ.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები უკვე ბანალობად იქცა.

„რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, ჩვენ ვთქვით, რომ არის სამარცხვინო აზრია, რომ საკუთარ ხალხს მოუწყო სირცხვილის კორიდორი, რადგან შენ არ გაძლევს ხმას, ამის შემდეგ მათ გაიაზრეს, გაემიჯნენ ერთმანეთს და ბოლოს თქვეს, რომ არა, ბატონო, ჩვენ ამას კიარ ვგულისხმობდით, არამედ სხვადასხვა კონკრეტულ პირებს მოვუწყობთ სირცხვილის აქციას, მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი მხრიდან ჩვენთვის უკვე ბანალობად იქცა. მაგალითად, მე ყოველ წელს არჩევნებზე უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, გვარად ცააძე, ის არის ყოველ არჩევნებზე უბანზე გამწარებული იმით, რომ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში. 21 ნოემბერსაც ალბათ ეს და სხვა ძალები იქნებიან გამწარებული, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაში რა არის გასაკვირი, არაფერი. ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, დააჯერეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ორი მანდატით იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში და მესამე ნანდატით დალაგებული გვაქვს, რომ ესენი ვერ მოვლენ და არ მოვუშვებთ ხელისუფლებაშიო, დაავიწყდათ, რომ არსებობს მთავარი – ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო. ხალხმა თქვა, რომ „ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რომ „ოცნებას“ აქვს 40 პროცენტზე ბევრად მეტი, ანუ  საკმარისი ხმები მთავრობის შესადგენად. ამიტომ  ილუზია, რომ ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში, დარჩა ილუზიად. ის ილუზია, რომ კოალიციური მთავრობა იქნება, დარჩა ილუზიად, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ტურზეც იქნებიან გამწარებული და მოაწყობენ ცუდუბრალო სკანდალებს კონკრეტულ პირებთან მიმართებაში. ჩემთვის ეს ყოველდღიურობის ნაწილია და არ მაკვირვებს. მთავარია, რომ მათ გადათქვეს, შერცხვათ იმის, რაც იყო სამარცხვინო, რომ საკუთარ ხალხს მოუწყობს სირცხვილის კორიდორს, ეს არის სამარცხვინო, როგორც პირველადი იდეა, ახლა გადათქმა თითქოს სხვა რაღაცას გულისხმობდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.