თეა წულუკიანი - ვიცი, რომ არ იგეგმება არც გახარიას და არც არავის გადადგომა
თეა წულუკიანი - ვიცი, რომ არ იგეგმება არც გახარიას და არც არავის გადადგომა

მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არ იგეგმება და მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები… დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია ცეცხლი. თქვენ იცით, რომ მე არც ლაპარაკის პრობლემა მაქვს, არც ენაკვიმატობის, მაგრამ ნებისმიერ ჩემს სიტყვას ვზომავ, იმიტომ, რომ მიკავია ის თანამდებობა, რაც მიკავია და არ მომივიდეს ისე, რომ იმ ცეცხლზე, რაც ანთია, დავასხა ნავთი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.