თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს
თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს

ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ აპირებს მასობრივ საპროტესტო აქციებს, რაზეც თეა წულუკიანმა განაცხადა: „ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოძვრეს“.

ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში“. ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.