თეა წულუკიანი - თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები
თეა წულუკიანი - თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები

დღეს ჩვენ გვაქვს სამი არჩევანი, აქედან ერთ-ერთია, რომ თავს ვიკავებთ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან, ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის არის, რასაც იმსახურებს ეს ქვეყანა, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონი ირაკლის მიერ წარმოდგენილ საკითხს, ჩვენ ალბათ გვაქვს ვალდებულება, ბატონო თავმჯდომარევ, რომ ამომრჩეველს და ზოგადად ამომრჩეველს იმ პარტიებისასც, რომლებმაც ვერ გაიგეს, რომ დეპუტატები არიან, ავუხსნათ, რა ხდება დღეს ამ დარბაზში. მე არ მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერს შევძლებ, მაგრამ რაც შემიძლია, შევეცდები, ის კარგად ახსნა. დღეს ჩვენ გვაქვს რეალურად სამი არჩევანი, ერთი არჩევანი არის ის, რომ კომიტეტის დასკვნას მხარი დავუჭიროთ, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, რომ მოცემულ დეპუტატებს შეუწყდეს უფლებამოსილება. ჩვენ ეს შეგვიძლია, რა თქმა უნდა, დღეს გავაკეთოთ და ალბათ არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველას პოზიცია უფრო გული ძგერს იქითკენ, რომ ბატონ ირაკლის, მის კომიტეტს მხარი დავუჭიროთ და შევუწყვიტოთ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფლებამოსილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არსებობს მეორე არჩევანი, რომ პარლამენტმა არ გაიზიაროს კომიტეტის პოზიცია და თქვას, რომ არ უწყვეტს ამ ადამიანებს უფლებამოსილებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები, თავისუფლებააღკვეთილი პირების დამრჩაგვრელები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს და არა მხოლოდ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს, ეს ადამიანები ყველაფრის ფასად გავხადოთ დეპუტატები. ვთქვათ, რომ არა, ირაკლი ქადაგიშვილი და მისი კომიტეტი არ არიან მართლები და ჩვენ გვინდა, ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს მესამე არჩევანი, რომელიც გვინდა, გავაკეთოთ დღეს. მესამე არჩევანი ეხება იმას, რომ ჩვენ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე დღეს თავს ვიკავებთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან, ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, მაგრამ ეს ის არის, რასაც იმსახურებს ეს ქვეყანა, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან, რატომ? რა ფაქტორებია ეს, კიდევ ერთხელ, რომ შევახსენოთ ჩვენს თავს და ამომრჩეველს – ეს არის ის, რომ ჩემი გაგებით ის უპერსპექტივო რაუნდები, რაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პოლიტიკურად არასწორი იქნება, რომ ამ რაუნდებს წინ ჩავუხტეთ და ასე ვთქვათ, რაუნდი დახურულად გამოაცხადოთ, რადგან რეალურად თუ ჩვენ გავიზიარებთ კომიტეტის აბსოლუტურად სამართლიანად დასკვნას, გამოდის, რომ რაუნდები აქ დავხუროთ, რაც არ იქნებოდა პოლიტიკურად დღეს სწორი. ეს რაუნდები ალბათ არსად მიგვიყვანს, იმედია, ვცდები, მგონი, არ მიგვიყვანს, რადგან ამ ადამიანების პარლამენტში შემოსვლა არ არის მიზანი, ამ ადამიანების მიზანი არ არის არჩევნები და არც არასდროს ყოფილა. ვისაც ქვეყნისთვის შესტკივა გული და ოპოზიციაშია, აგერ ბრძანდებიან დღეს ჩვენთან, რომლებსაც არ უნდათ რყევები და უბედურება ქვეყანაში. ასევე ჩვენ ვიხილეთ გუშინ პრეზიდენტის საჯაროდ გაცხადებული რჩევა. ჩვენი ვალია, რომ ამასაც ეცით პატივი და ასევე არც ერთი ფასილიტატორი არ მალავს, მოგვიწოდებენ, რომ არ შეწყვიტოთ ჯერ მათი მანდატები,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს „ნაციონალები“ და მათი დანაყოფები ითხოვენ, რომ შეგვიწყვიტეთო, აი, თუნდაც ამიტომ არ ღირს მათთვის დღეს ამ ბონუსის მიცემა.

„ეს მესამე გზა არის სწორი გზა, მხარს ვუჭერ და ჩვენ დღეს რეალურად იმას კი არ ვამბობთ, რომ არ ვწყვეტთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ მობრძანდნენ და კიდევ უნდა ვეხვეწოთ. სხვათა შორის, არ იქნებოდა ცუდი ამბავი, თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის, ბოდიში გამოთქმისთვის და შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ ეს შესაძლებლობები მათ არ აქვთ, როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები. მობრძანდით და დაბრძანდით, თუ არ მობრძანდები, მაშინ ჩვენ ყოველთვის გვექნება ღილაკები წინ და შევძლებ მომავალში, რომ დავაჭიროთ ხელი შეწყვეტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.