თეა წულუკიანი შესაძლოა, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს
თეა წულუკიანი შესაძლოა, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს

თეა წულუკიანი შესაძლოა, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სულ ხუთი მოადგილე ეყოლება, რომელთა კანდიდატურებსაც როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია დაასახელებს.