თეა წულუკიანი - სავარაუდოდ, ეს უცხოელი პოლიტიკოსები არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები, სხვა ახსნა ამას არ აქვს
თეა წულუკიანი - სავარაუდოდ, ეს უცხოელი პოლიტიკოსები არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები, სხვა ახსნა ამას არ აქვს

სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები, სხვა ახსნა ამას არ აქვს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

შეკითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ საყურადღებო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცალკეულ პოლიტიკოსთა მწვავე განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკოსთა და არა მთავრობების განცხადებები. 

„სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები, სხვა ახსნა ამას არ აქვს. შესაბამისად, ალბათ, სჯობს, ჩვენ ჩვენი ძლივს და სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ერთგულები დავრჩეთ. მთავრობას, პარლამენტს და მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ძალიან მწვავე განცდა იმისა, რომ ის პასუხს აგებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, წარმატებით მართავს პანდემიიდან გამომდინარე კრიზისს, პოლიტიკურ მოვლენებს მაღალი დონის პასუხისმგებლობით და მაღალი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარტიაში და უმრავლესობაში არსებობს ერთსულოვნება და სრული მზაობა, რომ საარჩევნო რეფორმის კონსტიტუციის ცვლილებებს კენჭი დადებითად ეყაროს“, – განაცხადა წულუკიანმა.