თეა წულუკიანი - სასაცილოა, რომ იმ ხალხის გარშემო, ვინც მართლაც განკითხვის დღეს აწყობდა ცხრა წლის განმავლობაში, სრულიად ერი შემოიკრიბოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთავაზება უკვე გააკეთა.
„ჩვენი შეთავაზება უკვე გავაკეთეთ. რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის ტიპის საპროტესტო აქციებს, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აანონსებს – ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ, არ არიან არც კოსტავები არც ზვიად გამსახურდიები იმისთვის, რომ მათ გარშემო, იმ ხალხის გარშემო, ვინც აწამებდა წარსულში ჩვენს მოსახლეობას და მართლაც განკითხვის დღეს უწყობდა ცხრა წლის განმავლობაში, შემოიკრიბოს სრულიად ერი. ეს უბრალოდ, სასაცილოა“, – აცხადებს თეა წულუკიანი.