თეა წულუკიანი - საქართველო საარბიტრაჟო ჰაბად იქცევა
თეა წულუკიანი - საქართველო საარბიტრაჟო ჰაბად იქცევა

მინდა, ამ ტრიბუნიდან საქართველოს მოსამართლეებს მოვუწოდო, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საარბიტრაჟო პროცედურებს და გადაწყვეტილებებს, რათა მხარდაჭერა − რომ საქართველო იქცეს საარბიტრაჟო ჰაბად, არ დავკარგოთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს საარბიტრაჟო ჰაბად იქცევა.

„2018 წლის აპრილში მე დავასრულე მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან. შევთანხმდით, რომ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო-საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის. ეს საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ საარბიტრაჟო კომპონენტი − საქართველო, როგორც ჰაბი − ეს გახლავთ მთავრობის პროგრამაში, გახდეს საარბიტრაჟო სფეროშიც და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან შესაძლებელი გახდა, რადგან ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ეს მიმდინარე წლის 6 აპრილს პარიზში იქნა აღნიშნული, არის არბიტრაჟის მხარდამჭერი სასამართლო. მე მინდა, ამ ტრიბუნიდან საქართველოს მოსამართლეებს მოვუწოდო, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საარბიტრაჟო პროცედურებს და გადაწყვეტილებებს, რათა მხარდაჭერა − რომ საქართველო იქცეს საარბიტრაჟო ჰაბად, არ დავკარგოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.