თეა წულუკიანი - საქართველო არის მოწინავე ბიზნესის კეთების რეიტინგში და ამაში იუსტიციის სამინისტროს სისტემის დიდი წვლილია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მიღწევებში იუსტიციის სამინისტროს სისტემის როლი აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში და ამაში იუსტიციის სამინისტროს სისტემის დიდი წვლილია.
„აქ არის ოთხი კომპონენტი. 2012-2013 წლებში ვიყავით მეშვიდე ბიზნესის დაწყების რეიტინგში. დღეს ვართ მსოფლიოში მეორე, ქონების რეგისტრაციის ნაწილში ჩვენ ვართ რიგით მეოთხე ქვეყანა და ეს მთლიანად საჯარო რეესტრისა და სხვადასხვა მოკავშირე სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, რომელთა „ფრონტ ოფისის“ ფუნქციასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ასრულებენ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.