თეა წულუკიანი - სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი
თეა წულუკიანი - სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი

სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისი სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს.

„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუობრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენიმე სპორტულმა ფედერაციან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს, რომ სპორტის სფერო კულტურის სამინისტროს გამოეყოს.