თეა წულუკიანი - საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, ეს ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას, იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში
თეა წულუკიანი - საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, ეს ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას, იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა და ის არის ერთსულოვანი.

მისივე თქმით, დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს და უმრავლესობა ამ ცვლილებებს ერთხმად უყრის კენჭს.

„ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომლებიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი, რომ ჩაშალონ რეფორმა, რომელიც მათივე მოთხოვნითა და ინიციატივით ტარდება და მათთვისვეა საჭირო, იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი