თეა წულუკიანი - სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა
თეა წულუკიანი - სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი.

„დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს და მითუმეტეს, ჩვენ არ ვიქნებით ვალდებული, რამე ტიპის განცხადება გავაკეთოთ იმ ფუგურაზე, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა. ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან არასდროს ყოფილა რეფორმატორი. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის. მათ შორის, იმ კომპლექსურ და რთულ პირობებში, როგორიც არის მსოფლიოს მასშტაბით პანდემია და ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

დატოვე კომენტარი