თეა წულუკიანი - ქართველი ხალხის ევროპული მომავალი გადის იმაზე, რომ ყველა შეეგუოს პრინციპს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოა და პარლამენტზე თავდასხმა ვერც მომავალში დარჩება დაუსჯელი
თეა წულუკიანი - ქართველი ხალხის ევროპული მომავალი გადის იმაზე, რომ ყველა შეეგუოს პრინციპს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოა და პარლამენტზე თავდასხმა ვერც მომავალში დარჩება დაუსჯელი

ქართველი ხალხის უკეთესი და ევროპული მომავალი გადის სწორედ იმაზე, რომ ყველა შეეგუოს ერთ მარტივ პრინციპს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამ ქვეყანას აქვს თავისი კონსტიტუცია და პარლამენტზე თავდასხმა ვერც მომავალში დარჩება დაუსჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ აუცილებლად დაგება საერთშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების საკითხი დღის წერიგში, თეა წულუკიანმა აღნიშნა: „მე მათგან ასეთი რიტორიკა არ მიკვირს, მე მათ ადგილზე ცოტა რიტორიკას შევცვლიდი, მაგრამ ასეთია მათ ბუნება და როგორც ჩანს, ეს ვერ შეიცვლება. მე მახსოვს სწორედ მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტროში ვიყავი და ჩვენი უწყება იყო ერთ-ერთი წამყვანი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნების მისაღწევად და უვიზო რეჟიმის მისაღწევად, ისინი მუდმივად ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს და ამბობდნენ, თუკი ესა და ეს ადამიანი იქნება დაკავებული, რომელიც დამნაშავე იყო წინა ხელისუფლების დროს, არ მივაღებინებთ ევროპელებს უვიზო რეჟიმს საქართველოსთვის“.

მისივე თქმით, მათ მუდმივად ჰქონდათ და დღესაც აქვთ მცდელობა, რომ მძევლად აიყვანონ ქართველი ხალხი და მათი მომავალი.

„ქართველი ხალხის უკეთესი და ევროპული მომავალი გადის სწორედ იმაზე, რომ ყველა შეეგუოს ერთ მარტივ პრინციპს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამ ქვეყანას აქვს თავისი კონსტიტუცია და პარლამენტზე თავდასხმა ვერც მომავალში ვერ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა წულუკიანმა.