თეა წულუკიანი - ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
თეა წულუკიანი - ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი წარმატებებს უსურვებს ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს.

„ქართული სპორტის ქომაგებს ვულოცავ ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დაწყებას!

დღეიდან მთელი საქართველო გულშემატკივრობს იმ ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ზამთრის ოლიმპიადაზე.

ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მინდა, წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგებს ბევრად გააუმჯობესებენ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.