თეა წულუკიანი - „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი
თეა წულუკიანი - „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი

„ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხათუნა სამნიძის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც ამბობს, რომ ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე და რომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ.

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა, ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე, ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენი დევნილი შვილები, მათ შორის ჩემიც, ერთ დღეს იქ უნდა დაბრუნდნენ. ეს სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი ინსტრუმენტი და არა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც 2008 წელს ვიხილეთ, როცა გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოგვამწყვდია რუსეთის მიერ წამოწყებულ საშინელი ომის მარწუხებში და იქ ჩავდეთ ჩვენი სიცოცხლეები, ჩავდეთ ჩვენი დამატებითი დაკარგული ტერიტორიები და ა.შ. ეს არის ეს გუნდი, რომელიც გულწრფელად ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.