თეა წულუკიანი ქალ პატიმრებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების ნომერ მეხუთე დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ქალ პატიმრებს შეხვდა.
დაწესებულებაში წინასაახლწლო ღონისძიება გაიმართა, პატიმრებმა მუსიკალური და თეატრალიზირებული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას თეატრალური კვარტეტიც იღებდა.
დღესვე „ბიუთი ბოქსის“ დამფუძნებელმა თეონა თავართქილაძემ მინისტრთან ერთად ქალ პატიმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.