თეა წულუკიანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა
თეა წულუკიანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა.

თეა წულუკიანი ამისთვის დეპუტატებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ დასახელებულ თანხას ეფექტურად გამოიყენებენ.

„მადლობას ვუხდი პარლამენტს, ვინაიდან მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხას ძალიან ეფექტიანად გამოვიყენებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე. წულუკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად უნდა გააღრმავოს.

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით. მახსოვს, თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა მიმდინარე წლის მარტში განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და მეტად ეფექტურად გააღრმავოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.