თეა წულუკიანი - პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ვენესუელასთან გამარჯვება, რადგან ეს ის ქვეყანაა, ვინც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა, აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო
თეა წულუკიანი - პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ვენესუელასთან გამარჯვება, რადგან ეს ის ქვეყანაა, ვინც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა, აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ოკინავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ვენესუელასთან გამარჯვება მიულოცა.

„სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკურად – უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ის ქვეყანაა, ვინც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა, აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ ორივე მიმართულებით ჩვენ ისინი დავჯაბნეთ სამაგალითოდ, მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა მწვრთნელებს. ამ ყველაფრის გადატანა ყველაზე ძნელია მისთვის, ვინც ტრიბუნაზე ზის, რადგან ვერაფერს აკეთებ, ვერ მოძრაობ, ვერ გეხმარებით, ვერც ყვირი, როგორც საჭიროა და ფედერაციას დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ იქნებით გამარჯვებული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. კაბო ვერდეს მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დამაჯერებლად დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.