თეა წულუკიანი - პანდემიის წელში, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 400-ზე მეტი პროექტი დააფინანსა
თეა წულუკიანი - პანდემიის წელში, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 400-ზე მეტი პროექტი დააფინანსა

ჩვენ ვართ სამინისტრო, რომელიც საჯაროდ ხედავს საკუთარ თავს, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს შემოქმედებითი პროცესი და კულტურის სამინისტრო არ იყოს მხოლოდ იმ ორგანიზაციების სამინისტრო, რომლებსაც აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, ვინაიდან, ეს არის ის პირველი წუხილი, რომლის შესახებაც ბევრი ხელოვანი მესაუბრებოდა, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამინისტრომ შეცვალა დაფინანსების წესი და მიმდინარე წლის 3 ივნისს დამტკიცდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ დააფინანსა 400-ზე მეტი პროექტი.

„პანდემიის წელიწადში, შესაბამისად, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დავაფინანსეთ 400-ზე მეტი პროექტი, რომელიც მოიცავდა 6 759 მონაწილეს 700-მდე სხვადასხვა ადგილს საქართველოს მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმიანობა, რომელიც კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ქოლგის ქვეშ გაიმართა. ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი ამ პროგრამაში (წელს იყო 11 მილიონი ლარი), მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია. 11 მილიონ ლარად შეიძლება ძალიან ბევრი საქმის კეთება, თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება თუ გაისად, როგორც ეს წელს გააკეთეთ და ამისთვის დიდი მადლობა, გაისადაც ეს ბიუჯეტი გაიზრდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში იყო ათეულობით ისეთი პროექტი, რომელიც მანამდე არასდროს დაფინანსებულა.

დატოვე კომენტარი