თეა წულუკიანი - ოპოზიციას არ უნდა ხმების გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა
თეა წულუკიანი - ოპოზიციას არ უნდა ხმების გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს არ უნდათ გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა.

როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციამ არჩევნებზე მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა.

„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკო-მ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად, რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკო-ს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პრაქტიკულად ერთი და იგივეა, თუ არ ჩავთვლით 0,1%-იან სხვაობას“, – განაცხადა წულუკიანმა.