თეა წულუკიანი - მზად ვარ, სიამოვნებით ვაკეთო კომენტარი მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება
თეა წულუკიანი - მზად ვარ, სიამოვნებით ვაკეთო კომენტარი მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება

მე მზად ვარ, დიდი სიამოვნებით ვაკეთო კომენტარები ნათია მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან მას სერიოზულ, კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება.

„ქალბატონი სალომე (სალომე ზურაბიშვილი) რა განცხადებას გააკეთებს, მე წინასწარ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს სპეკულაციები და წმინდა წყლის ვარაუდები იქნება. რაც შეეხება ქალბატონ ნინო ლომჯარიას, მე მზად ვარ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთო კომენტარები ქალბატონ ნათია მეზვრიშვილის განცხადებებზე, რადგან მას სერიოზულ, კომპეტენტურ ადამიანად მივიჩნევ, რასაც ვერ ვიტყვი სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკოსების გარდა არც ერთ პატიმარს არ ხვდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ამასთან, წულუკიანმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მეზვრიშვილს 20 ივნისის მოვლენებზე სხვა პოზიცია ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში თანამდებობა ეკავა.

„მე მახსოვს, ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისის მოვლენებს როგორ აფასებდა და როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაინაცვლა, იქიდან სხვანაირად ლაპარაკი მინიმუმ უხერხულია, მაგრამ ეს მისი შეფასებაა, მე ჩემს შეფასებებს ვაკეთებ და როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის ერთი რიგითი დეპუტატი გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არც მომავალში საქართველოს პარლამენტზე შტურმი არ იქნება შეწყნარებული, ვერც ერთი პრობაციონერი ვერ მოიხსნის და ჰაერში ვერ ისვრის სამაჯურს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს რეაგირება, რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესახებ სხვადასხვა გაარასამთავრობო ორგანიზაციებული გუშინდელი ხელისუფლების პოზიციები. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში დღეს და ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ვაკანონოთ კანონი, ამას ყველა უნდა შეეგუოს, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი