თეა წულუკიანი - მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში ლევილის მამულში საბოლოოდ უნდა შევქმნათ კულტურისა და ისტორიის კერა
თეა წულუკიანი - მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში ლევილის მამულში საბოლოოდ უნდა შევქმნათ კულტურისა და ისტორიის კერა

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ლევილის მამული დაუბრუნდა საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ასევე სხვადასხვა უწყების წარმატებული ჩართულობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე, ამ ფაზის შემდეგ უკვე ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა გადმოდის კულტურის სამინისტროში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ლევილში, ამ ქართულ მამულში ჩვენ აღვნიშნავთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებულ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს და ამ პირველი ფაზის წარმატებით დაგვირგვინებას. მას შემდეგ, რაც 2016 წელს მამული დაუბრუნდა საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ასევე სხვადასხვა უწყების წარმატებული ჩართულობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე. ამ ფაზის შემდეგ უკვე ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა გადმოდის კულტურის სამინისტროში და რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზრუნებთ იმაზე, რომ სწორედ ასეთი წარმატებით განხორციელდეს ამ პროექტის ყველა სხვა ეტაპიც. იმ ოჯახების მიერ, რომლებმაც გადმოსცეს საქართველოს მამული, მიცემული გვქონდა 10-წლიანი პერიოდი, შესაბამისად, ჩვენ მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში საბოლოოდ უნდა შევქმნათ საფრანგეთის ამ ქართულ მამულში კულტურისა და ისტორიის კერა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა ლევილის მამულიდან სამძიმარი გამოუცხადა პიკო ნიჟარაძის ოჯახს.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ლევილში და მინდა ლევილიდან მივუსამძიმრო პიკო ნიჟარაძის ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცდის ამ უმძიმეს დანაკარგს და ვუთხრა ის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ მისი წასვლით ერთი დიდი ხანა დასრულდა, უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა, რომ მისი შემოქმედება დარჩეს ცოცხალი“, – აღნიშნა მინისტრმა.