თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და უარყოფით შეფასებებში არ გადავაჭარბოთ
თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და უარყოფით შეფასებებში არ გადავაჭარბოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არჩევიდან ერთი წლის თავზე, წარმატებები, გამძლეობა და თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება უსურვა.

წულუკიანის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს წარმომადგენლობა ყოველთვის საამაყო და მისასალმებელია.

ამასთან, წულუკიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მას უფრო ყურადღებით მოუსმინონ და უარყოფით შეფასებებში არ გადააჭარბონ.

„პირველ რიგში, ამ ერთი წლის თავზე მინდა, როგორც იუსტიციის მინიტრმა და როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩვენს პრეზიდენტს ვუსურვო წარმატებები, ვუსურვო გამძლეობა. ასევე, ვუსურვო მომავალ წლებში თავისი მანდატის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთი შედეგები, რომლებიც იქნება მისთვისაც, ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მოსაწონი. მას ამის ძალიან ბევრი რესურსი აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მის მიერ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი. მნიშვნელოვანია, მისი უფრო ყურადღებით მოსმენაც ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.