თეა წულუკიანი - მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა თუ სურთ, რაც რევოლუციაზე გადის, ვერ მიაღწევენ, ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა
თეა წულუკიანი - მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა თუ სურთ, რაც რევოლუციაზე გადის, ვერ მიაღწევენ, ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა

მათ თუ სურთ მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა, რაც რევოლუციაზე გადის, ამას ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვინაიდან ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ ყველას მოუწევს შეეგუოს იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს.

„ხშირად გვესმის ტექნიკური მთავრობის საკითხი ჩვენ უნდა ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, რომელსაც სასურველია, რომ ყველამ პატივი, ნორმალურ პირობებში ეს სავალდებულოც არის. ყველა ადამიანს ესმის, რომ თავისი ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იცოდეს და პატივს სცემდეს. ჩვენი კონსტიტუციით მთავრობას აკომპლექტებს ხალხი პარლამენტის მეშვეობით, როდესაც ხალხი პირდაპირი არჩევნებით აირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას. შესაბამისად, ერთადერთი გზა ამ მთავრობის ჩანაცვლებით ნებისმიერი სხვა მთავრობით, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, არის ისევ და ისევ კანონიერი გზა ანუ კონსტიტუციური გზა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ მათ მოუწევთ, შეეგუონ იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც მუშაობს და თუ სურვილი აქვთ, დიდი იმედი მაქვს ექნებათ, ჩაერთონ იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სიის შესრულების პროცესი. თუ მათ სურთ მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა, რაც რევოლუციაზე გადის, ისინი ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას ვიწვეთ სამუშაო პროცესში, რათა ეს იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, თუ ეს ვერ მოხერხდება ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს ისე, როგორც გავაკეთეთ 2014 წელს 2013 წელს, მოვუპოვეთ ქვეყანას უვიზო რეჟიმი და ასოციაციის შეთანხმება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი