თეა წულუკიანი - მძლეოსნობის ფედერაცია 2015 წელს აშენებულ ბაზას ვეღარ იყენებს, ეს უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT
თეა წულუკიანი - მძლეოსნობის ფედერაცია 2015 წელს აშენებულ ბაზას ვეღარ იყენებს, ეს უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

დიდუბეში, მძლეოსნობის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი.

ოფიციალურმა პირებმა მომავალი წლის გეგმები განიხილეს. თეა წულუკიანმა მძლეოსნობის სასახლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ფედერაციის წარმომადგენლებს ახალი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„შეხვედრას რამდენიმე მსხვილი ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიმსჯელეთ იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და საჭიროებებზე, რაც მძლეოსნობის ფედერაციას აქვს, რომელსაც 2015 წელს თანამედროვე ბაზა აუშენდა და სამწუხაროდ, ვეღარ გამოიყენა. ეს რაღაცნაირად უნდა გამოსწორდეს. ასევე ვიმსჯელეთ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.