თეა წულუკიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას
თეა წულუკიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, აშშ-ის მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მაიკ პომპეო საქარველოში ჩამოდის არჩევნების მეორე ტურის წინ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში ხალხის ნდობა მესამედ დაიმსახურა.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის ტურნე, ის არ ჩამოდის მხოლოდ საქართველოში, საფრანგეთი და სხვა ქვეყნებია რიგში. ასევე, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ის რომ ოპოზიცია გეგმავს, მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, მათი უფლებაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.