თეა წულუკიანი - მაღალი ხარისხის თავისუფლებისა და დემოკრატიის მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ
მაღალი ხარისხის თავისუფლებისა და დემოკრატიის მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით ვართ ძლიერი, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გედევან ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ამ ერთიანობის სულისკვეთებას ყველა შეუწყობს ხელს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიული პროცესი, რომლის ფარგლებშიც არ არის აკრძალული, ღიად ითქვას, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ თემაზე. მაგრამ, ამ პირობებშიც, მიუხედავად მაღალი ხარისხის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, მეც, სხვებმაც და ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ.
ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით ვართ ძლიერები. კარგი იქნება, თუ ამ ერთიანობის სულისკვეთებას ყველა ხელს შევუწყობთ და არ გვეყოლებიან ადამიანები, რომელთა ერთადაც დიდი ხანია, ვიბრძვით და ერთ დღეს აღარ იყვნენ ჩვენთან ერთად. ეს რა თქმა უნდა დიდი დანაკარგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.