თეა წულუკიანი - ლგბტქ თემი არავის გამოსაყენებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს მორიგი უსინდისობაა
თეა წულუკიანი - ლგბტქ თემი არავის გამოსაყენებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს მორიგი უსინდისობაა

ლგბტქ-თემი და ასეთი მოწყვლადი ჯგუფები არავის გამოსაყენებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს მორიგი უსინდისობაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

წულუკიანის თქმით, როგორც წინა წლებში იყო, პოლიციას ლგბტქ-თემთან საუკეთესო თანამშრომლობა ჰქონდა. 

„ვერ დავიჟინებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ახლაც ჰქონდა ლგბტქ-თემს სურვილი, რომ პოლიციისთვის დაეჯერებინა და სხვა ლოკაციაზე გადასულიყო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, მათ არ მისცეს ამის შესაძლებლობა და ბოლომდე წაიყვანეს პროვოკაციაზე. ჩემთვის ეს მორიგი უსინდისობაა, რადგან ლგბტქ-თემი და ასეთი მოწყვლადი ჯგუფები არავის გამოსაყენებელი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არის კიდევ ერთი პრობლემა და გასაანალიზებელია, საიდან მოდის ასეთი ძალადობა და ვის ინტერესშია, რომ ქართველები ველურ ერად გაგვყიდონ.