თეა წულუკიანი - კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
თეა წულუკიანი - კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში არის პირველ ადგილზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

„საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში არის პირველ ადგილზე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, სისხლის სამართლის საუკეთესო სისტემის ნაწილში ამ ქვეყნებს შორის, როგორც პირველი ქვეყანა, ასევე ღია მმართველობისა და ღია მთავრობის ნაწილში საქართველო აქაც არის პირველ ადგილზე. ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველი ქვეყანა. არის ეს თვითიმედოვნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი, ეს რა თქმა უნდა გვახარებს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ადგილი შევინარჩუნოთ და არამც თუ უკან სვლა არ გვქონდეს, არ გვქონდეს ერთ ადგილზე გაჩერება და მუდმივად ვიაროთ წინ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს.
დატოვე კომენტარი